ცხინვალის იზოლატორში მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად გაუსწორდნენ
ცხინვალის იზოლატორში პატიმრები, რომლებიც 27 სექტემბრიდან შიმშილობა გამოაცხადეს, სასტიკად სცემეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვში მცხოვრებმა აქტივისტმა სვეტლანა კოზაევამ დაწერა.
“პირადში მომწერეს, რომ წუხელ მოშიმშილეებთან შევიდნენ და დალურჯებამდე სცემეს. ჩემი რჩევა ნათესავებს, სასწრაფოდ მიმართეთ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოს. მეორე – სასწრაფოდ უნდა გახვიდეთ საერთაშორისო თანამეგობრობის არხებზე, პირველ რიგში, ეუთოზე, ამის შედეგ თუნდაც გაეროს ტრიბუნაზე. სხვა გამოსავალს ასეთი სამართლებრივი იზოლაციიდან ვერ ვხედავთ. რუსეთში ჩვენს წერილებს ყურადღებას არავინ აქცევს. არავის მივცემთ უფლებას სამხრეთ ოსეთი საბოლოოდ აქციონ უკანონობის გეტოდ! იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე საპატიმროს ხელმძღვანელმა თანამდებობები დღესვე უნდა დატოვონ!”, -წერს სვეტლანა კოზაევა.
ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებმა შიმშილობა 27 სექტემბერს გამოაცხადეს. პატიმრები ითხოვენ, რომ ახლობლებისგან გზავნილების რაოდენობა გაიზარდოს, ასევე, არსებულ პირობებს აპროტესტებენ.