დონალდ ტრამპი: ბატონ ზელენსკის ვეტყოდი, რომ თქვენს ადგილას ბაიდენების საქმიანობის გამოძიებას დავიწყებდი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისურვებდა უკრაინამ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის ხანტერ ბაიდენის საქმიანობა გამოიძიოს.

ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“უკრაინამ ბაიდენების საქმე უნდა გამოიძიოს, ჩინეთმა უკვე დაიწყო მსგავსი გამოძიება. ვეტყოდი ბატონ ზელენსკის, რომ თქვენს ადგილას ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას დავიწყებდი”, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უთხოვია თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთის თავმჯდომარისთვის სი ძინპინისთვის მსგავსი გამოძიების ჩატარება, ტრამპი პასუხობს: “მე არ მითხოვია, მაგრამ ცხადია, რომ ამაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ”.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი პროცედურა დაიწყო და ქვედა პალატის კომიტეტებს ზელენსკის და ტრამპის 25 ივლისის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარება დაევალა.

გახდა ცნობილი, რომ სწორედ აღნიშნული საუბრის დროს უთხრა ტრამპმა ზელენსკის, რომ კარგი იქნება ბაიდენის კომპანიის საქმიანობა გამოიძიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები