ბაქოში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა, მომდევნო კვირას, მინსკის ნაცვლად ბაქოში გაიმართება.

ამის შესახებ აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ კესტუტის იანკაუსკასმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაქოში წევრ-ქვეყნებს შორის ფართო კონსულტაციები გაიმართება, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

დღეს, გახდა ცნობილი,რომ მინსკში დაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი-ქვეყნების შეხვედრა არ გაიმართება. ასევე ბელარუსში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის ვიზიტი გადაიდო, რომელიც 4-5 ოქტომბერს იყო ჩანიშნული.

ვიზიტის ფარგლებში მოგერინის ხელი უნდა მოეწერა ევროკავშირსა და ბელარუს შორის შეთანხმებისთვის რეადმისიისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ, რომელიც გულისხმობს ბელარუსის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის მიღებას 60 ევროს ნაცვლად 35 ევროს ოდენობით.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის პროექტის წევრები არიან ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო:აზერბაიჯანი, სომხეთი,ბელარუსი, საქართველოს, უკრაინა და მოლდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები