პარიზში დანით შეიარაღებულმა მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა – არის მსხვერპლი
პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამართალდამცველებს, ნოტრ-დამთან ახლოს დაესხა თავს.
ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ხუთი ადამიანი დაჭრა, დაღუპულია ორი, მათგან ერთო სამართალდამცველია, მეორე კი, თავად თავდამსხმელი.
მედიის ინფორმაციით, პარიზის პოლიციის პრეფექტურამ ბრძანება გასცა, რომ მოხდეს პოლიციელების პირადი შეიარაღების გაძლიერება- ავტომატებით.
ამჟამად პრეფექტურის მიმდებარე კვარტალი შემოსაზღვრულია.