პლასიდო დომინგომ სექსუალური სკანდალის ფონზე ლოს-ანჯელესის საოპერო თეატრიც დატოვა
საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ ლოს-ანჯელესის ოპერის თეთატრიც დატოვა, რომლის თანადამფუძნებელი იყო და 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, მომღერალმა ყველა დაგეგმილი გამოსვლა გააუქმა.
მანამდე, ესპანელი ტენორის გასტროლები აშშ-ის სხვა თეატრებშიც გაუქმდა. გასულ კვირას ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ მუსიკოსთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ამასთან, დომინგოს ევროპულ გასტროლებში ცვლილებები არ არის.
ამ ყველაფრის მიზეზი გახდა ის, რომ აგვისტოში 20-მა ქალმა მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
თავად მომღერალი ბრალდებებს უარყოფს და პირობას დებს, რომ “ლაქას ჩამოირეცხავს”.