ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. საზღვარზე ივნისში დაწესებული შეზღუდვები მოხსნა
ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა. აღნიშნული ზომა ივნისში თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე მიმოსვლა 27 ივნისს, უსაფრთხოების ზომიდან გამომდინარე შეიზღუდა.