ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუბენ სადოიანს უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზეც.