ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მან საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან პორტის საქმიანობისა და საკონტეინერო გადაზიდვების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
​აღსანიშნავია, რომ დღეს ნათია თურნავამ, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის” ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა და თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები