მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 60 მილიონი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 000 000 ლარის, ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 103 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.540 პროცენტით, მაქსიმალური 8.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.004 პროცენტით განისაზღვრა.