ვლადიმერ პუტინი 2008 წლის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე: ყოველთვის ვასრულებთ ვალდებულებებს
რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, როდის დაიწყებს კრემლი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას და როდის გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან.
“ყოველთვის ვასრულებთ. როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას”,- თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი დღეს ერევანში იმყოფება, სადაც ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს უმაღლესი სხდომა მიმდინარეობს.