რომან გოცირიძე: ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ რევოლუციური რეფორმებით მიღებული სიკეეთები ვერ გააგრძელა

ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ რევოლუციური რეფორმებით მიღებული სიკეეთები ვერ გააგრძელა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისტორიაში შევა, როგორც დაკარგული შანსებისა და დაკარგული დროის ხელისუფლება.

„ეს იყო დაკარგული დრო და ხელიდან გაშვებული შანსები. თუნდაც, დღევანდელი პენსია გაცილებით ნაკლებია თავისი მსყიდველუნარიანობით და თუნდაც, მყარ ვალუტაში გამოხატული მაჩვენებლებით, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ. სფერო არ არსებობს, სადაც შეიძლება, ხელისუფლებამ დაიკვეხნოს, რომ წარმატებას მიაღწია. თუ რაიმე სიკეთეს ვხედავთ, წინა ხელისუფლების დროს არის მისი საფუძველი ჩაყრილი. ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ რევოლუციური რეფორმებით მიღებული სიკეეთები ვერ გააგრძელა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის შვიდი წელი არის ქვეყნის უკუსვლის წელი, წარსულში დაბრუნების პერიოდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები