2020 წლის ბიუჯეტში 1 დოლარის ღირებულება 2.909 ლარით განისაზღვრა

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.9808 ლარის ნიშნულზეა განსაზღვრული.
დოკუმენტში სახელმწიფო ვალის გამოთვლისას გამოყენებულია ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც 2019 წლის 27 სექტემბერს დაფიქსირდა.
პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 21,820 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 16, 846 მლრდ ლარის, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 4,974 მლრდ-ის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები