იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს(ვიდეო)

იტალიაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციის ცნობით, მათ სახლებიდან 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას 1Tv.ge. ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ი.მ. და 1995 წელს დაბადებული თ.დ.
გამოძიების ცნობით, მათ ტრიესტეში რამდენიმე ბინა გაქურდეს და ძვირად ღირებული ნივთები წაიღეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც ის ქვეყანას ტოვებდა. მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები