დავით მათიკაშვილი: ეკა ბესელია ცდილობს, საკუთარი თავი აქტუალური გახადოს მაშინ, როცა აქტიურ პოლიტიკურ არენაზე მისი ადგილი აღარ არის

ეს არის იმის მცდელობა, რომ ეკა ბესელიამ საკუთარი თავი აქტუალური გახადოს მაშინ, როცა რეალურად, აქტიურ პოლიტიკურ არენაზე მისი ადგილი აღარ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებებს ამაზრზენ ბრალდებებს და სისულელეს უწოდებს.
„აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკოსის უბადრუკი მცდელობა მოვისმინეთ, თავისი თავი პოლიტიკურ ორბიტაზე დააბრუნოს. ეს არის იმის მცდელობა, რომ ეკა ბესელიამ საკუთარი თავი აქტუალური გახადოს მაშინ, როცა რეალურად, აქტიურ პოლიტიკურ არენაზე მისი ადგილი აღარ არის. რაც შეეხება მის განცხადებებს, ეს არის სისულელე და ამაზრზენი ბრალდებები. მზად ვარ, თუ ვინმე დაინტერესდება, ყველა კითხვას გავცე პასუხი ისევე, როგორც კითხვებს უნდა უპასუხოს ბესელიამ. მის მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს, საკუთარ ტყუილებში თავად გაიბლანდა, თქვა, უმრავლესობაში ვიღაცებს აშანტაჟებენო და შემდეგ გადათქვა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები