სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას გულისხმობს.
„ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და გვაქვს საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული სტრატეგია, რაც ხელშესახებ შედეგებში გამოიხატება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიგ საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონის სტაბილურობის საკითხებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დინამიკასა და საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები