ლევან ბეჟაშვილი: ვხედავთ, სააკაშვილზე ორკესტრირებულ თავდასხმას „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერისგან

აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ არ იყოს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და თუნდაც თავდასხმებიდან გამომდინარე განხილული, – აღნიშნული შეფასება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სააკაშვილის ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.

„მთავარი აქ არის ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება. ის, რომ კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ადამიანზე რა შეხედულებას დააფიქსირებს, ეს არ უნდა იყოს ერთიანი პოლიტიკური პარტიის პოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და მთავარი მოწინააღმდეგე განვსაზღვროთ ბიძინა ივანიშვილის სახით. ​სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ ორკესტრირებულ თავდასხმას „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერისგან მიხეილ სააკაშვილზე. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ იმის ხაზგასმას, რომ ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს ამ ორ პარტიას შორის. მაშინ, როცა მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროდ ზოგიერთი ლიდერი ოპოზიციური პარტიიდან მთავარ სამიზნედ მიხეილ სააკაშვილს ხდის,”- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდეს მთავარია ოპოზიციური ერთიანობის შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე გუშინ, “მთავარ არხზე” ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას და გიგა ბოკერიას ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს.
მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები