არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციას შეხვდა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფება.

როგორც ,,კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, მომავალ წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და არსებულ მოლოდინებს შეეხო.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და განათლების რეფორმებზე გამახვილდა ყურადღება. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის თვალსაზრისით.

არჩილ თალაკვაძემ ასოციაციის წევრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები