ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმოკლეს ხანებში ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის გააუმჯობესებს საჰაერო მიმოსვლა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების აღდგენა ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს შეუწყობს

„ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, მათ შორის საერთაშორისოს, იმისათვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრული ქვეყნის დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმოკლეს ხანებში ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის გააუმჯობესებს საჰაერო მიმოსვლას და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისასალმებელი ფაქტია“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მოიხსნას ის დამატებითი ბარიერები, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება და რაც მოსახლეობის მნიშვნელობანი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
„ეს არის ღიად განცხადებული პრიორიტეტი და არაფერია აქ დასამალი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები