საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე მონაწილეობას არ მიიღებს

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის დღევანდელ გახსნაზე, ქართული დელეგაცია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებენ.

ჩამოთვლილი ქვეყნების დელეგაციებმა სესიის გახსნის გამოტოვების გადაწყვეტილება დღეს დილით, მსჯელობის შედეგად, მიიღეს.

როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საშემოდგომო სესია იქნება პრინციპული და ქართული მხარე მკაფიოდ დააფიქსირებს ნეგატიურ პოზიციას ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების თაობაზე.

როგორც ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა ალექსეი გონჩარუკმა განაცხადა, “ცალკე მადლობა გვსურს გადავუხადოთ ქართულ მხარეს, რომელმაც მხარი დაუჭირა იმას, რომ უკრაინის დელეგაცია სესიის ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ივნისში რუსეთის ფედერაციას ხმის უფლება დაუბრუნა, რომელიც მას 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისთვის ჰქონდა ჩამორთმეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები