უჩა ნანუაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა მეთოდის გამოყენება მიუღებელია

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასურველი იქნება, რომ მსგავსი რიტორიკა არ იყოს ქვეყანაში, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებლმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ნანუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა მეთოდის გამოყენება მიუღებელია .

„ეს პოლიტიკური თემაა. უფლებადამცველი ვარ და პოლიტიკურ საკითხებზე ნაკლებად ვისაუბრებ. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით , სასურველი იქნება რომ მსგავსი რიტორიკა, ერთმანეთის დადანაშაულება და სიძულვილის ენის გამოყენება რიტორიკა არ იყოს ქვეყანაში. გარკვეულწილად პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა მეთოდის გამოყენება ნამდვილად მიუღებელია და ამ კუთხით არ არის მისასალმებელი მისი ეს გამოსვლა“- განცხადა ნანუაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები