ნიკოლოზ ალავიძემ წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სანატორიუმში, სადაც 72 ოთახია, 170 ადამიანი დასაქმდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმი სასტუმროს, რესტორანს, საკონფერენციო სივრცესა და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს მოიცავს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ როგორც სამედიცინო-სამკურნალო პროცედურები, ასევე, ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ სანატორიუმის ოფიციალური გახსნა სახალხო დღესასწაულს – „შემოდგომის წყალტუბოს” დაემთხვა და ქალაქის ცენტრალურ პარკში განახლებული შადრევნების გახსნის ცერემონიაც ჩატარდა.

აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდა. პროექტის ინვესტორია კომპანია „ბ & ნ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები