ახალქალაქელებმა სილამაზის მსოფლიო კონკურსში გაიმარჯვეს

კაროლინა და არტიუშ აივაზიანებმა 27 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ კუშადასში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში – “პატარა პრინცი და პრინცესა სამყარო” გაიმარჯვეს. მათ 5 ტიტული მოიპოვეს.
კაროლინა აივაზიანი “სამყაროს პრინცესა” (მის პრინცესა სამყარო) გახდა, კაროლინამ ასევე, ტიტულები “მის სიმპათია” (Miss Sympathy WLBF) და “მის ნიჭი” (Miss Talent) მიიღო.

არტიუშ აივაზიანმა  შემდეგი ტიტულები მოიპოვა: ”საუკეთესოთა შორის საუკეთესო” და ”მსოფლიოს პატარა პრინცი”.

კონკურსი კუშადასში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე გაიმართა. სილამაზის კონკურსში ახალქალაქელი ბავშვები სომხეთის სახელით მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები