ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი „ლორენცო“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა
ატლანტის ოკეანეში მძვინვარე ქარიშხალი „ლორენცო“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ,,ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრი” (NHC) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქარიშხლის ინტენსივობა, შესაძლოა, უახლოესი 24 საათის განმავლობაში შეიცვალოს. ქარიშხლის შესუსტების ტენდენცია, სავარაუდოდ, 30 სექტემბერს დაიწყება.
რამდენიმე დღეში „ლორენცო“ პორტუგალიის იურისდიქციაში მყოფ აზორის კუნძულებს მიუახლოვდება.