საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანი იწვის – ევაკუირებულია 538 ადამიანი

საბერძნეთში, იგუმენიცას პორტთან ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა 538 მგზავრის ევაკუაცია შეძლეს.

Kathimerini–ი წერს, რომ წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ბორანის მეოთხე სადგომზე გაჩნდა.

აღნიშნულია, რომ ამჟამად მეხანძრეებმა ცეცხლის კერის კონტროლზე აყვანა შეძლეს.

ბორანი „Olympic Champion“-ი 2000 წელს აშენდა, მისი სიგრძე 204,  სიგანე კი 26,13 მეტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები