საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვებია

საბერძნეთის სანაპიროსთან ნავი გადაბრუნდა, რომელშიც 19 მიგრანტი იმყოფებოდა, მათგან 7 დაიღუპა.
Ekathimerini-ის ინფორმაციით, ყველა მგზავრი თურქეთის მოქალაქე იყო.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა თავდაპირველად წყლიდან 5 ცხედრის ამოყვანა შეძლეს – სამი ბავშვის და ორი ქალის, მოგვიანებით კი ერთი ჩვილი და ერთი 4 წლის დამხვრჩვალი ბავშვი იპოვეს.
12 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 5 მამაკაცი, სამი ქალი და ოთხი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები