აშშ სომხეთში დემოკრატიული რეფორმებისთვის დაფინანსებას ზრდის

აშშ სომხეთის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისთვის დამატებით თანხებს გამოყოფს.
სომხეთის მედიის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება უკვე დამტკიცებულ 17,6 მლნ დოლარს ეკონომიკური მხარდაჭერისა და განვითარების ფონდიდან დაემატება.
კერძოდ, 1,5 მლნ დოლარი გამოიყოფა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლისთვის; 600 ათასი დოლარი – საერთაშორისო სამხედრო განათლებასა და გადაკვალიფიცირებისთვის; 1 მლნ დოლარი კი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაფინანსებას მოხმარდება,- იტყობინება სომხეთის ამერიკული ეროვნული კომიტეტის პრესსამსახური.
გარდა ამის, აშშ-ის სენატი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები