რუსეთში 1-ლი ოქტომბრიდან აივნებზე მოწევა იკრძალება
რუსეთის მთავრობამ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე 1-ლი ოქტომბრიდან სასტუმროების, საერთო საცხოვრებლების და კერძო ბინების აივნებზე მოწევა აკრძალა, რადგან აივანზე მოწევა „ღია ცეცხლის კერის“ კატეგორიაში ხვდება.
სახანძრო ახალი წესების მიხედვით, ასევე იკრძალება აივნებზე მწვადის შეწვა, სანთლების დანთება. კინოთეატრები ვალდებულები ხდებიან, სეანსის დაწყებამდე მაყურებლებს ხანძრის გაჩენის შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდონ, საავადმყოფოებში კი ბავშვებისა და მძიმე ავადმყოფობების პალატები პირველ სართულზე განთავსდება.
კანონის დამრღვევს ჯარიმა ემუქრება.
2017 წელს რუსეთის სასამართლომ აღიარა მოქალაქეების უფლება აივანზე მწეველი მეზობლებისგან კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ, თუკი კვამლი სხვის ბინაში ხვდება.
რუსეთში მოწევა 2014 წლიდან საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში აკრძალულია.