კრემლში იმედოვნებენ, რომ თეთრი სახლი პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარს არ გაასაჯაროებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაში ორი ქვეყნის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნება არ გახდება საჭირო.
ამის შესახებ პესკოვმა ტრამპისა და ზელენსკის საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნების კომენტირებისას თქვა.
მისი განცხადებით, ამგვარი პრაქტიკა „ძალიან უჩვეულოა“.
„როგორც წესი, ასეთი საუბრები ატარებენ გრიფს – „საიდუმლო“ ან „სრულიად საიდუმლო“. ეს ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკაა და როგორც წესი, ასეთი საუბრები არ საჯაროვდება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, სადაც ისედაც ბევრი სერიოზული პრობლემაა, ასეთ ვითარებამდე არ მივა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ორი დღის წინ, თეთრმა სახლმა უკრაინისა და აშშ-ის პირველი პირების 25 ივლისის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელშიც დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს ჯო ბაიდენის შვილის კომპანიის საქმე გამოიძიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები