ილია მეორე – ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთზე ისაუბრა და წირვის შემდეგ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.