ბულგარეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში ხანძარის გამო თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა
ბულგარეთში, სამხედრო ქარნხანა დუნარიტში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში ხანძარია. მედიის ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია.
Nova TV-ის ინფორმაციით, აფეთქების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ადგილზე მეხანძრეები და სამართალდამცველები იმყოფებიან.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.