რუსეთში Deutche Welle შესაძლოა უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადონ
რუსეთის სახელმწიფო დუმის კომისიამ დაასკვნა, რომ Deutche Welle-მ, „მოსკოვში არასანქცირებულ აქციაზე გამოსვლის მოწოდებით“, რუსეთის კანონი დაარღვია.
ამიერიდან DW შესაძლოა უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადდეს.
კომისია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ გამოცემისთვის რუსეთის ტერიტორიაზე აკრედიტაციის ჩამორთმევის შესაძლებლობა განიხილოს.