კიევში სასამართლოს შენობიდან აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონული სასამართლოს შენობიდან, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც სასამართლოს პრესსამსახურში განაცხადეს, ამის მიზეზი შენობის დანაღმვის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს მუშაობის განახლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება.
დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები