უკრაინის ვიცე-პრემიერი: დსთ უიღბლოთა გაერთიანებაა
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში დიმიტრი კულებამ დსთ უიღბლოთა გაერთიანებად შეაფასა.
ამის შესახებ კულებამ უკრაინულ გამოცემას უთხრა.
„დსთ – უიღბლოთა გაერთიანებაა. ჩვენ კი იღბლიანთა გაერთიანებისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. დსთ ისეთი ადამიანების გაერთიანებაა, რომლებმაც ცივილიზებულად დაშორებაც ვერ მოახერხეს. ადამიანები კი, რომლებსაც ასე დაშორებაც არ შეუძლიათ, ვერ შექმნიან ვერაფერს ახალს. ამიტომ, პირადად ჩემთვის დსთ უკვე დახურული ისტორიაა“, – აღნიშნა კულებამ.