მილენიუმის მიერ სრულად რეაბილიტირებული ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

მილენიუმის მიერ სრულად რეაბილიტირებული ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სკოლის გახსნის ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 91 სკოლას შორის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით ჩაუტარა. შედეგად, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო 1,170 მოსწავლისათვის გაუმჯობესდა და 4,000 კვ/მ ფართობი რეაბილიტირდა.
2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც შვიდი სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკოლებია.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები