ნათია თურნავა ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა – “მეშახტეები შახტში საპროტესტოდ არ უნდა ჩადიოდნენ, არამედ უნდა მოიპოვებდნენ ქვანახშირს”

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ეკონომიკის მინისტრი – ნათია თურნავა შეხვდა. როგორც მინისტრმა მეშახტეებთან თქვა, შეხვდება კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენლებს და გაარკვევს, ვინ იქნება ახალი ინვესტორი და როგორ მოხდება პრობლემის გადაწყვეტა.

“მეშახტეები შახტში საპროტესტოდ არ უნდა ჩადიოდნენ, არამედ უნდა მოიპოვებდნენ ქვანახშირს. პრემიერ მინისტრის უმკაცრესი დავალებაა მეშახტეების ხელფასების პრობლემა სწრაფად მოგვარდეს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ნათია თურნავამ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ამ წუთებში “საქნახშირის” წარმომადგენლებს ხვდება.

შეგახსენებთ 30მდე მეშახტე შახტში იყო ჩასული დაგვიანებული ხელფასების გამო და დღეს მათი ნაწილი ამოვიდა მინიტრთან შესახვედრად,მოლაპარაკების შედეგებს მათ შახტში გააცნობენ და შემდეგ გადაწყვეტენ გააგრძელებენ თ უ შეწყვეტენ პროტესტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები