ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, რეგიონებში გრძელდება. დღეს შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმართება. მსჯელობას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.
„დღეს ზუგდიდში საზოგადოებას წარვუდგენთ 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ როგორი იქნება რეგიონის როლი და მათთან კავშირი ამ პროცესებში, აინტერესებთ ბლოკების, ბარიერის და პარტიების რეგისტრაციის საკითხი. ჩვენ აქ ვართ, ოპოზიციასთან ერთად და საზოგადოება ხედავს, რომ თანამშრომლობა ოპოზიციასთან კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საერთო-სახალხო განხილვა კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მთავარი ცვლილება, რომელსაც ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს, მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებაა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია რეგიონების შემდეგ, ბოლო შეხვედრას დედაქალაქში გამართავს. განხილვა თბილისში 30 სექტემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები