ქარელში სახალხო ზეიმი “ქარელობა” 29 სექტემბერს გაიმართება

ქარელის მუნიციპალიტეტში სახალხო სახალხო ზეიმი “ქარელობა” 29 სექტემბერს გაიმართება. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სახალხო დღესასწაული ქარელის ცენტრში 15:00საათზე დაიწყება და დღის განმავლობაში ზეიმზე სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი. 
“სახალხო ღონისძიებაზე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, ქართული ჭიდაობა, მოეწყობა ატრაქციონები, ბავშვებისთვის. ასევე წარმოდგენილები იქნებიან მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლები. გაიმართება გალა კონცერტი: ჯგუფი  “რეზო და ბავშვების” და ლადო ჯანელიძის მონაწილეობით. საღამოს კი ელექტრონული მუსიკით დასრულდება”,- ნათქვამია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები