მალხაზ მაჩალიკაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ხელმოწერები ქუთაისში შეაგროვა

ქუთაისში მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ხელმოწერები შეაგროვეს.

მაჩალიკაშვილის თქმით, მათ ათასობით ხელმოწერა უკვე აქვთ და შეგროვებას მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ აპირებს.

“ამ ხელმოწერებით დღევანდელი ხელისუფლება მინდა ვაიძულო, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. რატომ, რისთვის მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი – ყველა ვინც სიტყვითაც კი მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის მკვლელობაში,დაისაჯოს”,-აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები