ზაზა გაბუნია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების – ივერიას, ოთას, დამალას და ნიჯგორის მოსახლეობას შეხვდა. მან საზოგადოების პრობლემები და საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეფასდა.
“ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნია ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ამ სოფლებში ჩატარდა, მაგალითად, სოფელ ივერიაში მოეწყო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და ჩატარდა ივერიის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდა საჯარო სკოლის სველი წერტილები.
სოფელ ოთაში აშენდა ახალი ამბულატორია, ასევე ჩატარდა მდინარე ოთის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და რეაბილიტირდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.
შიდა გზები და კულტურის სახლი რეაბილიტირდა სოფელ დამალაში, ასევე კეთილმოეწყო საჯარო სკოლის სველი წერტილები.
სოფელ ნიჯგორში აშენდა ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობების შიდა ქსელს”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები