ხულოში, ქალთა ოთახში ფილმის ჩვენება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის “ქალთა ოთახში” რიჩარდ ლაგრავენესის “თავისუფლების მწერლების” ჩვენება მოეწყო. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოწვეული კინომცოდნე სოფიკო თოქმაჯიშვილი გაუძღვა.
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ერინ გრიუველი ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელიც მუშაობას იწყებს კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის სკოლაში, სადაც ძნელად აღსაზრდელი ბავშვები სწავლობენ. მას თითქმის უმართავი კლასი ხვდება – მოსწავლეები სწავლის მიმართ ინტერესს არ ავლენენ, ახალ მასწავლებელს სკეპტიკურად ხვდებიან, ერთმანეთს თითქმის არ ეკონტაქტებიან და ამ ყველაფერს ემატება სოციალური პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურად უწევთ: რასიზმი, კლანობრივი დაჯგუფებები, ძალადობა, თავისუფლების შეზღუდვა… ამის მიუხედავად, ერინი ცდილობს, მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოს და ყველაფერს სხვა თვალით დაანახებს.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას განახლების, ოქრუაშვილების, ჩაოს და ძირკვაძეების საჯარო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
დისკუსიაში აქტიურ მონაწილე ახალგაზრდებს “ქალთა ოთახისგან” სიმბოლურად წიგნები გადაეცათ.
ფილმის ჩვენება “ქალთა ოთახის” გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები