ზუგდიდში საოკუპაციო ხაზთან ჯარისკაცი დაიჭრა

ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე 19 წლის კობა გეთიას, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტი სამი დღის წინ მოხდა.
როგორც დაჭრილის ბაბუა, სულიკო გეთია აცხადებს, დაჭრილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა.
ჰოსპიტალში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ საუბრობენ.
​შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები