ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები” ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარემ, მალტის ეროვნული არქივის დირექტორმა, კონფერენციის საპატიო სტუმარმა ჩარლზ ჯ. ფარუჯამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გახსნეს.
როგორც “კვირას” ეროვნული არქივიდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA-ის) პრეზიდენტი დევიდ ფრიკერი მიესალმა.
სამდღიან კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); საბუნებისმეტყველო კვლევები; კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.
კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში: http://archives.gov.ge/uploads/other/4/4073.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები