თელავში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

თელავში, ალაზნის გამზირზე ხანძარია. ცეცხლი 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. ხანძრის კერა  N16 კორპუსის სახურავზე იყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ღია ცეცხლის კერები ლოკალოზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები