ზელენსკი ლავროვს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვდა.
რუსული Ria-ს წყაროს ინფორმაციით, „საუბარი ძალიან საქმიანი იყო“.
Tass-ს კი წყარომ უამბო, რომ ლავროვმა და ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინული ურთიერთობა განიხილეს.
შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.