ტრამპს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ – კონგრესში აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩადენილი სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატის გამოძიებას იწყებს, რომელიც საბოლოოდ, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტით დასრულდეს.
გამოძიების ინიცირება ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს უკავშირდება.
„პრეზიდენტის დღევანდელი ქმედება კონსტიტუციის მნიშვნელოვანი დარღვევაა. ტრამპმა პასუხი უნდა აგოს – ვერავინ ვერ იქნება კანონზე მაღლა“,- განაცხადა პელოსმა.
თანამდებობიდან ტრამპის გადასაყენებლად საჭიროა, რომ იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენლობითი პალატის ნახევარმა დაუჭიროს. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება სენატს გადაეგზავნება, რომლის უმრავლესობა რესპუბლიკელებით არის დაკომპლექტებული, რაც ტრამპის იმპიჩმენტის ალბათობას ამცირებს.