თურქეთში აფეთქება მოხდა

თურქეთში, ადანას პროვინციაში, ხელნაკეთი ბომბი იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე სპეცრაზმელების ავტობუსი გადიოდა.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა მახმუთ დემირტაშმა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ტელეარხის NTV-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 5 პოლიციელი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები