ტრამპი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ევროპას ულტიმატუმს უყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ფინანსურ დახმარებას იქამდე გააჩერებს, სანამ თავის წვლილს ევროპაც არ შეიტანს.
ამის შესახებ ტრამპმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მისვლის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
შეკითხვაზე, რატომ გასცა ბრძანება უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ „ეს თანხა გაიცა“.
„მთლიანად იქნა გაცემული, თუმცა ჩემი პრეტენზია ყოველთვის შემდგომში მდგომარეობდა – კვლავაც შევაჩერებ დახმარებას იქამდე, სანამ ევროპა და სხვა ქვეყნები უკრაინაში თავის წვლილს არ შეიტანენ, რადგან ისინი ამას არ აკეთებენ. მხოლოდ შეერთებული შტატები. ყველაზე მეტ ფულს ჩვენ ვდებთ. და მე ვკითხულობ, რატომ? დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროპამაც ჩადოს ფული. მინდა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, ასევე ევროკავშირმაც ჩადოს ფული“,-აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები