ლავროვის დელეგაციის წევრებს აშშ-ის ვიზები არ მისცეს

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ რუსული დელეგაციის 10 წევრს ვიზები არ მისცა.

დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით ნიო-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა განუცხადა, რომელიც ასევე დელეგაციის წევრი უნდა ყოფილიყო.

კოსაჩოვის თქმით, ვიზები ვერ მიიღეს ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელმა, მათ შორის მთავარი თარჯიმანი და სამდივნოს გენერალური ხელმძღვანელი სერგეი ბუტინია.

კოსაჩოვის თქმით, ვიზების გაცემაზე მათ უარი პირდაპირ არ მიუღიათ, უბრალოდ დელეგაციის წევრებს საჭირო ვადებში პასპორტები არ დაუბრუნეს და ისინი ამჟამად საელჩოშია.
როგორც საკითხის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ამერიკული მხარე ტექნიკური ხასიათის პრობლემებზე მიუთითებს – დოკუმენტების ჩაბარების ვადაზე, თუმცა ეს „ასე არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები