გორში ცოფის საწინააღმდეგო აცრები ორ ლოკაციაზე ჩატარდება
გორში 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორ ლოკაციაზე, “ახალბაღსა” და სურსათის ეროვნული სააგენტოს გორის ოფისში ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნავს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 270 000 ცხოველის უფასო ვაქცინაცია.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლინება 65-72%-ით არის შემცირებული. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. აღნიშნული დღის მიზანია ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება ცხოველებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.