სომხეთის ყოფილი შს მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს
სომხეთის ყოფილი შს მინისტრი, აიკ არუთუნიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, მამაკაცს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.
არუთუნიანი 1999-2003 წლებში სომხეთის შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2003-2008 წლებში კი ის ქვეყნის პოლიციას ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, ის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან ერთად 2008 წლის 1 მარტს რესპუბლიკაში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მოწმის სახით გადიოდა.